Loading data...
ზელენსკი: ჩინეთი რუსეთთან თანამშრომლობის გაღრმავებისკენ ნაბიჯებს დგამს

ჩინეთი რუსეთთან თანამშრომლობის გაძლიერებისკენ ნაბიჯებს დგამს, განსაკუთრებით სამხედრო ინდუსტრიაში. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Telegram-ზე განაცხადა. 

ზელენსკიმ უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის ოლეგ ივაშჩენკოს ანგარიში მოისმინა.

მისი თქმით, დაზვერვა აფიქსირებს რუსეთის ტერიტორიის ნაწილის დე ფაქტო დესუვერენიზაციის ზრდას ჩინეთის სასარგებლოდ. ეს, პირველ რიგში, რესურსებით მდიდარი მიწების გამოყენებას და მწირი რესურსების ჩინეთში გაყიდვას ეხება.

„ასევე აღვნიშნავთ, რომ ჩინეთი დგამს ნაბიჯებს რუსეთთან თანამშრომლობის გასაძლიერებლად, განსაკუთრებით სამხედრო ინდუსტრიაში. ჩვენი პარტნიორების სადაზვერვო სააგენტოებს მსგავსი ინფორმაცია აქვთ“, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ დაავალა უსაფრთხოების სამსახურს, უფრო მჭიდროდ დააკვირდეს მოსკოვსა და პეკინს შორის თანამშრომლობას უკრაინის ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებულ ყველა ასპექტში, ასევე, ევროპასა და აშშ-ში უკრაინის პარტნიორების ინტერესებთან დაკავშირებულ ყველა ასპექტში.

„გლობალური უსაფრთხოება არ უნდა დაირღვეს, რადგან რუსეთის აგრესიისადმი მადა არ მცირდება“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.