Loading data...
ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 11 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6991 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6995 არი იყო.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.1582 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1398 ლარს შეადგენს.

თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულება 0.0633 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 12 დეკემბერს შევა ძალაში.