Loading data...
ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ საბაზისო დოკუმენტი ფაქტობრივად მზად არის

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ საბაზისო დოკუმენტი ფაქტობრივად მზად არის. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა. 

„უკრაინისა და შესაბამისად, მთელი ჩვენი ევროპის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ძირითადი დოკუმენტი ფაქტობრივად მზად არის. დეტალები საგულდაგულოდ მუშავდება, ყველაფერი ყველა პარტნიორთან იქნება შეთანხმებული“, - აცხადებს ზელენსკი. 

მისივე თქმით, „ახლა რუსეთს უნდა დავაძალოთ საბრძოლო ქმედებების შეწყვეტამდე - შეხვედრის ფორმატამდე, რომელიც იმუშავებს, საიმედო სიჩუმემდე, რათა რუსეთმა მკვლელობები და დარტყმები შეწყვიტოს“.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს შესაძლებელია, თუ უკრაინა ევროპასთან, შეერთებულ შტატებთან და სხვა გლობალურ აქტორებთან ერთად იმოქმედებს.