Loading data...
ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის დელეგაცია მომდევნო ორი დღის განმავლობაში აშშ-ში მოლაპარაკებებს გამართავს

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლები შეერთებულ შტატებში მიემგზავრებიან, რათა 20 დეკემბერს ამერიკელ ოფიციალურ პირებთან ომის დასრულების გეგმის შესახებ მოლაპარაკება გამართონ. 

„ყველა შესაძლო ნაბიჯის განხილვასთან დაკავშირებით, გუნდები შეიკრიბებიან. ჩვენი გუნდი შეერთებულ შტატებში იქნება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, ზელენსკიმ დასძინა, რომ დოკუმენტის საბოლოო შეთანხმებული ვერსია ჯერ არ არსებობს. 

ინფორმაციისთვის, Axios-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი ამ შაბათ-კვირას მაიამის ეწვევა, რათა თეთრი სახლის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან ერთად უკრაინაში ომის დასრულების გეგმა განიხილონ. 

ამასთან, მედიასაშუალების ცნობით, რუსეთის დელეგაციის ვიზიტის შემდეგ შეერთებულ შტატებს უკრაინის დელეგაციაც ეწვევა.