Loading data...
ზელენსკი აცხადებს, რომ ტრამპთან „პეტრიოტის“ სისტემებთან დაკავშირებით „პოზიტიური დიალოგი“ აქვს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან პეტრიოტის“ სისტემებთან დაკავშირებით „პოზიტიური დიალოგი“ აქვს და უკვე წარადგინა მოთხოვნა მათთვის ათი ასეთი კომპლექსისა და რაკეტის შეძენის განზრახვის შესახებ. როგორც „უნიანის“ კორესპონდენტი იუწყება, უკრაინის ლიდერმა ამის შესახებ რომში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„პრეზიდენტ ტრამპთან „პეტრიოტის“ სისტემასთან დაკავშირებით პოზიტიური დიალოგი გვაქვს. ჩემი მოთხოვნაა „პეტრიოტის“ ათი სისტემა და ამ სისტემებისთვის შესაბამისი მოცულობის რაკეტები.

გერმანია მზად არის, მათთან შეთანხმებები გვაქვს, ორი „პეტრიოტის“ სისტემა დააფინანსოს. ნორვეგია მზად არის, მათ პრემიერ-მინისტრთან ორმხრივი შეთანხმება მაქვს, ერთი „პეტრიოტის“ სისტემა დააფინანსოს.

როდესაც მწარმოებლისგან და ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა უწყებებისგან თარიღებთან დაკავშირებით მკაფიო პასუხს მივიღებთ, ვფიქრობ, სხვა ევროპელი პარტნიორებიც შემოგვიერთდებიან“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი. 

უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, რომ შეიარაღების პაკეტი, რომლის შეძენასაც უკრაინა შეერთებული შტატებისგან ცდილობს, გაცილებით ფართოა და მოიცავს არა მხოლოდ პეტრიოტის“ სისტემებს.