Loading data...
ზელენსკი აცხადებს, რომ ტრამპი რუსეთსა და უკრაინას შორის ომში არცერთ მხარესთან არ დგას, რადგან პუტინის გაღიზიანება არ სურს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კომენტარი გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ უკრაინასა და რუსეთს შორის შუამავლობისთვის არჩეულ სტრატეგიაზე. ამის შესახებ უკრაინული მედია BBC-ზე დაყრდნობით წერს.

უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ტრამპი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის ომში მხარის დაკავების ნაცვლად, მედიატორის როლს ამჯობინებს.

ზელენსკის შეფასებით, ტრამპს ომის დასრულება სურს, თუმცა დასძინა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა და მისმა მრჩევლებმა პუტინთან მჭიდრო დიალოგის სტრატეგია აირჩიეს და გადაწყვიტეს, „არ გააღიზიანონ კრემლის ლიდერი“. 

„ევროპამ გააღიზიანა იგი და პუტინს არ სურს ევროპასთან საუბარი“, - აცხადებს ზელენსკი.