Loading data...
ზელენსკი აცხადებს, რომ სამმხრივი შეხვედრისთვის მზად არის, მაგრამ არა მოსკოვში

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მზად არის კრემლისა და თეთრი სახლის ლიდერებს ნებისმიერ ადგილას შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში. ამის შესახებ ზელენსკიმ Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა. 

„მე მზად ვარ შევხვდე პრეზიდენტ ტრამპს და პუტინს. და მე მზად ვარ შევხვდე ყოველგვარი პირობის გარეშე“, - განაცხადა ზელენსკიმ. 

ჟურნალისტის კითხვაზე მზად არის თუ არა პრეზიდენტი ზელენსკი მოსკოვში ჩასასვლელად, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ არა. 

„რა თქმა უნდა, არა. ეს პირობები არ არის, ეს სიტუაციაა. რუსეთი დაგვესხა თავს და მე არ შემიძლია ჩავიდე იმ ქვეყანაში, რომელიც თავს გვესმის. ჩვენ სხვა, ნებისმიერ ადგილას შეგვიძლია შეხვედრა“, - აცხადებს ზელენსკი.