Loading data...
ზელენსკი აშშ-ზე: სამწუხაროა, რომ ყურადღება ახლო აღმოსავლეთზე გადაიტანეს და მათ უფრო მეტად ეხმარებიან

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეერთებული შტატების მიმართ უკმაყოფილება გამოხატა და განაცხადა, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შეფერხებას, უკრაინის მოქალაქეების სიცოცხლე ეწირება. აღნიშნულის შესახებ ზელენსკიმ „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა. 

ზელენსკის განცხადებით, უცნაურია აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ გამოქვეყნებული ვლადიმერ პუტინის ფოტო წარწერით - „ჩემი მეგობარი“.

„რა თქმა უნდა, ეს შეერთებული შტატების პრეზიდენტის გადასაწყვეტია, მაგრამ... უცნაურია. ის აგრესორი და მკვლელია. ვერ იქნება მეგობარი. უბრალოდ, ვერ იქნება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, სამწუხაროა, რომ ყურადღება ახლო აღმოსავლეთზე გადაიტანეს და მათ უფრო მეტად ეხმარებიან.

ამასთან დაკავშირებით ჩვენ უამრავი კითხვა გვაქვს. ამ რაკეტების დეფიციტი ადამიანების სიცოცხლის ფასად ჯდება“, - დასძინა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.