Loading data...
ზელენსკი: ამერიკელებმა შესაძლოა, დღეს პუტინთან მოლაპარაკებები გამართონ

ამერიკელ მომლაპარაკებელთა ჯგუფმა შესაძლოა, დღეს, 24 დეკემბერს, კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან საუბარი გამართოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 23 დეკემბერს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა

„შეხვედრა შედგა ჩვენს ჯგუფთან — უმეროვთან, გნატოვთან. ამის შემდეგ ამერიკელები შეხვდნენ [პუტინის წარმომადგენელს კირილ] დმიტრიევს. და რამდენადაც მე მესმის, მათ ყველაფერი აუხსნეს, აჩვენეს, გადასცეს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

„არ ვიცი, რა ფორმატში გაიმართება მათი შემდეგი საუბარი. შესაძლოა, პუტინთან. ეს, ალბათ, ხვალ [24 დეკემბერს] მოხდება. ყველაფერი ხვალ საღამოს უნდა გავიგოთ“, - დასძინა მან.