Loading data...
ზელენსკი: ახლა ჩვენ გვაქვს დიდი შანსი, შევაჩეროთ სისხლისღვრა და მივაღწიოთ მშვიდობას

უკრაინას ახლა კარგი შანსი აქვს, შეაჩეროს სისხლისღვრა და მიაღწიოს „ღირსეულ მშვიდობას“. მთავარია, ქვეყნის პარტნიორებმა გაიგონ სიტუაცია და მაქსიმალურად ჩაერთონ პროცესში. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Telegram-ზე დაწერა. 

მან განაცხადა, რომ ესაუბრა ესტონეთის პრემიერ-მინისტრ კრისტენ მიხალს. საუბარი უკრაინაში ომს, კერძოდ, მშვიდობის პოტენციალსა და უკრაინის არმიის გაძლიერებას შეეხო.

„ახლა ჩვენ გვაქვს დიდი შანსი, შევაჩეროთ სისხლისღვრა და მივაღწიოთ ღირსეულ მშვიდობას და მე პრემიერ-მინისტრს ამერიკულ მხარესთან ჩვენი მოლაპარაკებების უახლესი დეტალები მივაწოდე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა გაიგონ სიტუაცია და მაქსიმალურად ჩაერთონ პროცესში“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.

მან დასძინა, რომ ესტონეთის პრემიერ-მინისტრთან განიხილა შემდგომი თანამშრომლობა და უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება. ზელენსკის თქმით, ესტონეთი უკრაინას სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ეხმარება. 

„ჩვენ განვიხილეთ SAFE პროგრამის ფარგლებში ერთობლივი პროექტების განხორციელება და PURL პროგრამის მნიშვნელობა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, კერძოდ, გავაძლიეროთ საჰაერო თავდაცვა და დავიცვათ ენერგეტიკის სექტორი“, - განაცხადა უკრაინის ლიდერმა.