Loading data...
ზელენსკი: 2025 წელს ევროკავშირში პოლონეთისა და დანიის თავმჯდომარეობა უკრაინისთვის ისტორიული უნდა გახდეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 2025 წელს ევროკავშირში პოლონეთისა და დანიის თავმჯდომარეობა უკრაინისთვის ისტორიული უნდა გახდეს. ამის შესახებ მან დიპლომატების დღესთან დაკავშირებით გამოსვლისას განაცხადა, იუწყება უკრაინული მედია.  

სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას სჭირდება ევროკავშირში გაწევრიანება, ამიტომ მომავალ წელს ამისთვის მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს მოლაპარაკებების პროცესში და ევროკავშირის პარტნიორებთან ურთიერთობების განვითარებაში.

„აქედან გამომდინარე, ევროკავშირში პოლონეთის თავმჯდომარეობა, ხოლო წლის მეორე ნახევარში დანიის თავმჯდომარეობა უკრაინისთვის ისტორიული უნდა გახდეს. ევროკავშირის ყველა დონეზე - უმაღლესი ინსტიტუტებიდან დაწყებული საჯარო ლიდერებით დამთავრებული - უკრაინის ხმა უნდა ჟღერდეს დარწმუნებით, კონკრეტულად და დამაჯერებლად“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

პოლონეთი ევროპული საბჭოს თავმჯდომარეობას 2025 წლის 1-ელი იანვრიდან დაიწყებს, ხოლო დანია - 1-ელი ივლისიდან.