1791530565
უცხოეთი
ზაპოროჟიეზე რუსული ძალების საჰაერო იერიშს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეზე მართვადი ავიაბომბებით საჰაერო იერიში განახორციელეს, შეტევის შედეგად 50 წლის კაცი დაიღუპა და ათამდე ადამიანი დაიჭრა. ამის შესახებ ზაპოროჟიეს საოლქო პროკურატურა იუწყება. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
როგორც საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სემიკინმა განაცხადა, საერთო ჯამში ზაპოროჟიეზე 6 ავიაიერიში განხორციელდა. ზაპოროჟიეს თავდაცვის საბჭოს უფროსმა ივან ფიოდოროვმა განაცხადა, რომ საჰაერო შეტევის შედეგად რამდენიმე მრავალსართულიანი სახლი დაზიანდა.
წინა საღამოს რუსულმა ძალებმა საჰაერო იერიშები ივანო-ფრანკოვსკზე და ოდესის ოლქზე განახორციელეს, ივანო-ფრანკოვსკში ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ოდესის ოლქში 5 ადამიანი დაშავდა.