1731001506
უცხოეთი
ზაპოროჟიეში საჰაერო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 4-მდე გაიზარდა
რუსმა ოკუპანტებმა 7 ნოემბერს ზაპოროჟიეს ოლქზე საჰაერო ბომბებით მიიტანეს მასირებული იერიში. ბოლო ცნობებით, დაღუპულთა რაოდენობა 4-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულია 18 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
არსებული ცნობით, ნაწილობრივ დაინგრა 4-სართულიანი სახლი, რომლის ნანგრევებიდანაც მაშველებმა ბავშვი ამოიყვანეს. ასევე დაზიანდა 11 ერთსართულიანი შენობა.
იერიშის შედეგად აგრეთვე დაზიანდა სამედიცინო დაწესებულება, ხოლო ერთ-ერთ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.
„მტერმა ხუთი დარტყმა მოგვაყენა. სამწუხაროდ, ბომბი საცხოვრებელ სახლს და საავადმყოფოს მოხვდა“, - ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ივან ფედოროვმა Telegram-ზე.