ზახაროვა: შავ ზღვაში სიტუაციის გაუმჯობესების და ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობები არ არსებობს
რუსეთის ხელისუფლებამ უარყო თურქეთის წინადადება შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, მოსკოვში ვერ ხედავენ სიტუაციის გაუმჯობესების წინაპირობებს და, შესაბამისად, იმის საფუძველს, რომ რუსეთი შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებას დათანხმდეს. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
ზახაროვამ ასევე აღნიშნა, რომ თურქეთის წინადადება საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა მედიასთან საუბრისას გააჟღერა, მაგრამ ანკარის ოფიციალური მიმართვა რუსეთს არ მიუღია.
ზახაროვამ უკრაინა გემებზე შეტევებში დაადანაშაულა. მან ასევე გამორიცხა 2022-2023 წლებში მოქმედ შეთანხმებაზე დაბრუნება, რომელიც შავი ზღვით ხორბლის ექსპორტს ითვალისწინებდა. ზახაროვა ამბობს, რომ ეს ვარიანტი მიზანშეწონილი არ არის.
8 აგვისტოს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სააგენტო Anadolu-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ თურქეთმა რუსეთსა და უკრაინას შავ ზღვაში გემებზე დარტყმებზე მორატორიუმის გამოცხადება შესთავაზა. ჰაკან ფიდანმა განაცხადა, რომ ანკარამ ორივე მხარეს ეს წინადადება გადასცა და ახლა მათ პასუხს ელოდება. მინისტრის თქმით, თურქეთმა მოუწოდა მოსკოვსა და კიევს შექმნან მექანიზმი, რომელიც შავ ზღვაში შეტევების შეჩერების შესაძლებლობას შექმნიდა. ჰაკან ფიდანმა განაცხადა, რომ შეტევების სამიზნეები ხდება გემები, რომლებიც თურქეთს ეკუთვნის და, ასევე, გემებზე, რომელთა ეკიპაჟის შემადგენლობაში თურქეთის მოქალაქეები შედიან.