ზახაროვა: აშშ-მა რუსეთთან საელჩოების მუშაობის ნორმალიზების საკითხებზე დაგეგმილი კონსულტაციები გააუქმა

აშშ-მა რუსეთთან საელჩოების მუშაობის ნორმალიზების საკითხებზე დაგეგმილი კონსულტაციები ამერიკული მხარის ინიციატივით გაუქმდა. მოსკოვი იმედოვნებს, რომ ეს პაუზა ძალიან დიდხანს არ გაგრძელდება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
„დღევანდელი მდგომარეობით, მორიგი შეხვედრა, რომელიც ორი ქვეყნის დიპლომატიური მისიების მუშაობის ნორმალიზების მიზნით „გამაღიზიანებელი ფაქტორების“ აღმოფხვრის შესახებ ორმხრივი კონსულტაციების ფარგლებში იგეგმებოდა, ამერიკელი მომლაპარაკებლების ინიციატივით გაუქმდა“, - აღნიშნა დიპლომატმა.