Loading data...
Wildberries-ის დამფუძნებელი: რუსეთის ქალაქებში, კრასნოდარსა და ნევინომისკში ჩვენს ლოგისტიკურ ცენტრებზე თავდასხმა განხორციელდა - არიან დაშავებულები

Wildberries-ის დამფუძნებლის ტატიანა კიმის განცხადებით, რუსეთის ქალაქებში, კრასნოდარსა და ნევინომისკში, მდებარე Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრებზე იერიშები განხორციელდა. 

„კრასნოდარსა და ნევინომისკში მდებარე ჩვენს ლოგისტიკურ ცენტრებზე წუხელ თავდასხმა განხორციელდა. ვთანამშრომლობთ შესაბამის სამსახურებთან შედეგების აღმოსაფხვრელად“, - აღნიშნა ტატიანა კიმმა და დასძინა, რომ თავდასხმის შედეგად არიან დაშავებულებიც.