Loading data...
Wildberries დაჰპირდა გამყიდველებს, რომ აუნაზღაურებს საქონლის ღირებულებას, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევის დროს დაიწვა

კომპანია Wildberries-მა შეიმუშავა ზომების პაკეტი, რომელიც გამყიდველების მხარდაჭერას ითვალისწინებს, რომელთა საქონელი უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო იერიშების დროს დაიწვა. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.

Wildberries-ის პრესსამსახურში იუწყებიან, რომ დამწვარი და განადგურებული საქონლის საფასურს სრულად აანაზღაურებენ. რა მეთოდით იქნება გათვლილი საქონლის საფასური და როდის მისცემენ დაზარალებულებს ფულს, კომპანიაში არ დაუკონკრეტებიათ, მაგრამ განაცხადეს, რომ ეს „უმოკლეს ვადებში მოხდება“.

ასევე Wildberries-ში განაცხადეს, რომ მომხმარებლებს შეღავათებს სთავაზობს - ეს იქნება ფასდაკლება საქონლის შენახვაზე, კრედიტების გადახდის გადავადება და გამყიდველებისთვის ლოგისტიკური ხარჯების შემცირება.