1777494905
უცხოეთი
Washington Post: აშშ-ის ხომალდი USS Gerald R. Ford უახლოეს დღეებში ახლო აღმოსავლეთს დატოვებს და ვირჯინიაში დაბრუნდება
აშშ-ის ხომალდი USS Gerald R. Ford-ი უახლოეს დღეებში აღმოსავლეთს დატოვებს და შეერთებულ შტატებში დაბრუნდება, - ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტს“ აშშ-ის რამდენიმე ოფიციალურმა პირმა განუცხადა.
ავიამზიდის, რომელიც რეგიონში განლაგებული სამი ავიამზიდიდან ერთ-ერთია, გამგზავრება აშშ-ის ძალის მნიშვნელოვან შემცირებას გამოიწვევს ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების და აშშ-ის მიერ ირანის პორტების საზღვაო ბლოკადის ფონზე.
ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, ავიამზიდი, სავარაუდოდ, ვირჯინიაში მაისის შუა რიცხვებში ჩავა.