Loading data...
Washington Post: აშშ-ის ეროვნული დაზვერვის საბჭოს ანგარიშის თანახმად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფართომასშტაბიანი თავდასხმა ირანის რეჟიმის დამხობას გამოიწვევს

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ საიდუმლო ანგარიშში ნათქვამია, რომ ირანის რეჟიმის დამხობა ნაკლებად სავარაუდოა, თუნდაც ფართომასშტაბიანი თავდასხმით. ინფორმაციას Washington Post-ი ავრცელებს.

სამმა პირმა გაზეთს განუცხადა, რომ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის საბჭომ გასაიდუმლოებული ანგარიში ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის იერიშების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მოამზადა და მასში მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარებია განხილული.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციის შემთხვევაში რეჟიმი საკუთარი თავის გადასარჩენად პროტოკოლის თანახმად იმოქმედებდა და ნაკლებად სავარაუდო იყო, რომ ოპოზიცია კონტროლს მოიპოვებდა.

გაზეთის ცნობით, დაზვერვის ანგარიშში, როგორც ჩანს, არ არის განხილული სხვა სცენარები, მათ შორის აშშ-ის ჯარების მიერ შესაძლო სახმელეთო ოპერაცია.