Loading data...
Wall Street Journal: აშშ სპარსეთის ყურის ქვეყნებს ირანთან შესაძლო ომის განახლების შესახებ აფრთხილებს

ვაშინგტონმა სპარსეთის ყურის რამდენიმე არაბული ქვეყანა გააფრთხილა, რომ აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების შემდეგ ირანის წინააღმდეგ მოკლევადიანი და ინტენსიური სამხედრო კამპანიისთვის მოემზადონ, - იუწყება The Wall Street Journal, მოლაპარაკებებთან დაკავშირებულ წყაროებზე დაყრდნობით.

აშშ-ის სამხედრო ძალები ტეხასიდან ისრაელში Patriot-ის ტიპის დამატებით სარაკეტო თავდაცვის სისტემებს აგზავნიან ქვეყნის სარაკეტო თავდაცვის გასაძლიერებლად. ამასთან, ჯარები იმ ბაზებიდან გადაჰყავთ, სადაც ისინი, შესაძლოა, ირანის ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდნენ, რაც, გაზეთის ცნობით, აშშ-სა და ისრაელის ისლამურ რესპუბლიკასთან ბრძოლის ახალი რაუნდისთვის მზადების ნიშნებს წარმოადგენს.

წყაროების ცნობით, რეგიონში მყოფი ამერიკელი ჯარისკაცები საბრძოლო მასალის მარაგს ავსებენ, ხოლო ბომბდამშენები და გამანადგურებლები დარტყმებისთვის ემზადებიან.

თეთრმა სახლმა ამ ინფორმაციაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ არ გააკეთებს კომენტარს „მგრძნობიარე სამხედრო გეგმებზე, რომლებიც შეიძლება არსებობდეს ან არც არსებობდეს“, თუმცა ხაზს უსვამს, რომ „პრეზიდენტი ტრამპი ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავს, რათა უზრუნველყოს, რომ ირანმა ვერასოდეს შეძლოს ბირთვული იარაღის შექმნა“.