1783368095
უცხოეთი
ვულკანი „ეტნას“ ამოფრქვევამ სიცილიის მთავარი აეროპორტის მუშაობა შეაფერხა
იტალიის ქალაქ სიცილიაში, ვულკან „ეტნას“ ამოფრქვევამ კატანიის აეროპორტის მუშაობა შეაფერხა. ამის შესახებ Euronews-ი იუწყება.
სიცილიის კუნძულის მთავარმა აეროპორტმა 6 ივლისს, საღამოს 6 საათამდე ყველა რეისი შეაჩერა.
ავიაკომპანიებმა მგზავრებს ურჩიეს, აეროპორტში გამგზავრებამდე შეემოწმებინათ ფრენის სტატუსი. რამდენიმე ათეული რეისი პალერმოში გადამისამართდა.
„ეტნა“ ევროპის ყველაზე მაღალი მოქმედი ვულკანია. მისი სიმაღლე 3300 მეტრია.