1730313927
უცხოეთი
ვუჩიჩი აცხადებს, რომ სატელეფონო საუბრისას პუტინმა უკრაინაში მიმდინარე ომის განხილვა არ მოისურვა

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბოლო სატელეფონო საუბრის დროს, უკრაინაში მიმდინარე ომის განხილვა არ მოისურვა.
ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ მან ოქტომბერში დაურეკა პუტინს და აცნობა, რომ ვერ მიიღებს მონაწილეობას BRICS-ის სამიტზე.
სერბეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ საუბრის დროს რუს კოლეგას ჰკითხა უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე და ცეცხლის შეწყვეტაზე, თუმცა პუტინი არ იყო ამ თემით დაინტერესებული.
„სპეციალური სამხედრო ოპერაციების ყველა მიზანი, როგორც მან თქვა, შესრულდება“, - დასძინა სერბეთის პრეზიდენტმა.