„ვფიქრობ, ტრამპთან ჩემი ურთიერთობა შეიძლება გადარჩეს“ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრ სახლში გამართული დაძაბულ შეხვედრაზე Fox News-ის ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი აზრით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ურთიერთობა შესაძლოა გამოუსწორდეს.
ჟურნალისტის კითხვაზე, სჯერა თუ არა იმის, რომ ამ ურთიერთობის გამოსწორება შეიძლება, ზელენსკიმ უპასუხა:
„დიახ, რა თქმა უნდა, რადგან ეს ურთიერთობა გაცილებით მეტია, ვიდრე ურთიერთობა პრეზიდენტებს შორის. ეს არის ქვეყნებს შორის ისტორიულად ძლიერი ურთიერთობაა. ამერიკელი ხალხი ჩვენს ხალხს გადარჩენაში დაეხმარა. ისტორიები იმის შესახებ, რომ უკრაინა უკვე განადგურებულია, მილიონობით ადამიანი დაიღუპა და პრეზიდენტი დიქტატორია - სად არის მეგობრობა აშშ-სა და უკრაინას შორის? არ გვაქვს მილიონიანი დანაკარგი. თუ ვინმეს სურს გადაამოწმოს ჩვენთვის გამოგზავნილი თანხები, ჩვენ ამისთვის ღია ვართ“, - აცხადებს ზელენსკი.