Loading data...
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სხვადასხვა მომლაპარაკებელთან კონტაქტების დროს დონალდ ტრამპის მიერ G20-ის სამიტზე უკრაინის შესაძლო მიწვევის საკითხი წამოიჭრა

უკრაინას ჯერ არ მიუღია ოფიციალური მიწვევა მომავალ თვეში დაგეგმილ G20-ის („დიდი შვიდეულის“) სამიტში მონაწილეობის მისაღებად, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN TÜRK-თან ინტერვიუში.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის პრეზიდენტს აშშ-ისგან ოფიციალური მიწვევა ჯერ არ მიუღია, ვაშინგტონიდან გარკვეული სიგნალები გაჩნდა ღონისძიებაში მისი შესაძლო მონაწილეობის შესახებ.

კერძოდ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ სხვადასხვა მომლაპარაკებელთან კონტაქტების დროს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ სამიტზე უკრაინის შესაძლო მიწვევის საკითხი წამოიჭრა.

„საუბარი ეხებოდა იმას, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა შესაძლოა, მიგვიწვიოს G20-ის სამიტზე და შესაძლებელია, გამოვიდეს ომის დასრულების ინიციატივით. რა თქმა უნდა, თუ ტრამპი ოფიციალურად მიგვიწვევს, ჩვენ ამას მხარს დავუჭერთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

აღსანიშნავია, რომ შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი დეკემბერში მაიამიში დაგეგმილ G20-ის სამიტზე მიიწვია. იქ მას შესაძლებლობა ექნება, შეხვდეს ამერიკელ კოლეგას დონალდ ტრამპს.

ამავდროულად, კრემლის ხელმძღვანელმა უარყო ზელენსკის შეთავაზება, შეერთებულ შტატებში, G20-ის სამიტის ფარგლებში, ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართოს.

ტრამპმა განაცხადა, რომ არ იცის, დათანხმდება, თუ არა პუტინი მაიამიში ზელენსკისთან სამმხრივ შეხვედრას.