1760265324
უცხოეთი
ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართეს

უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს, რომლის შემდეგაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინასთან თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებს განიხილავს. უკრაინის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ შეერთებული შტატები და სხვა პარტნიორები რუსეთზე ზეწოლას გააგრძელებენ.
„დონალდ ტრამპს ჩვენი ენერგეტიკული სექტორის, ჩვენი საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების გზების შესახებ დეტალურად ვესაუბრე. ასევე, ვაცნობე ოდესასა და სხვა ქალაქებში არსებული ვითარების შესახებ. მადლიერი ვარ მისი დახმარების სურვილისთვის. მსოფლიო ხედავს, რას აკეთებს რუსეთი და როგორ ცდილობს ისარგებლოს იმით, რომ მსოფლიო ლიდერები ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულებაზე არიან ორიენტირებულები“, - აღნიშნა ზელენსკიმ.