ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში ჩავიდა, სადაც პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სტამბოლში ჩავიდა, სადაც ის თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
ზელენსკიმ თურქეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებები დააანონსა, რომლის დროსაც ყურადღება ორმხრივ პარტნიორობასა და რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების დიპლომატიურ პერსპექტივებზე იქნება გამახვილებული. ლიდერები ასევე შავ ზღვაში ნავიგაციის უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.
„ჩვენ ვმუშაობთ ჩვენი ხალხის დაცვის, თურქეთთან სახელმწიფოთაშორისი პარტნიორობისა და რეალური დიპლომატიური პერსპექტივების გასაძლიერებლად. არსებობს მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია შავ ზღვაში გადაზიდვებთან“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
თურქეთში ზელენსკი ასევე შეხვდება მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს.
Прибули з командою до Стамбула. Попереду важливі перемовини з Президентом Туреччини Реджепом Таїпом Ердоганом. Працюємо для зміцнення захисту наших людей, міждержавного партнерства з Туреччиною та реальних дипломатичних перспектив. Є важливі питання щодо судноплавства у Чорному морі. Також запланована зустріч із Вселенським Патріархом Варфоломієм. Дякую всім, хто з Україною.
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) October 31, 2026