Loading data...
ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„საუდის არაბეთში ჩავედი. დაგეგმილია მნიშვნელოვანი შეხვედრები. ვაფასებთ მხარდაჭერას და მხარს ვუჭერთ მათ, ვინც მზად არიან, ჩვენთან ერთად იმუშაონ უსაფრთხოებისთვის“, - წერს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყანაში ჩასვლის ამსახველი ვიდეოც გამოაქვეყნა.