1766080073
უცხოეთი
ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში ჩავიდა. ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვარშავაში ჩასვლისთანავე ზელენსკის პოლონური მხარის წარმომადგენლები და პოლონეთში უკრაინის ელჩი ვასილ ბოდნარი დახვდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის ლიდერი სხვა საკითხებთან ერთად პირველ ორმხრივ შეხვედრას გამართავს პოლონეთის ახალ პრეზიდენტთან, კაროლ ნავროცკისთან.