1749243221
უცხოეთი
ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის, სავარაუდო, შეხვედრაზე საუბრობს. ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტი ერთმანეთს „დიდი შვიდეულის“ სამიტზე შეხვდება.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თქმით, აშშ-ში უკრაინული დელეგაციის ვიზიტის მიზანი, სხვა საკითხებთან ერთად, ზელენსკისა და ტრამპს შორის შესაძლო შეხვედრის სამზადისი იყო. ერმაკი ირწმუნება, რომ შეერთებულ შტატებს კარგად ესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ომში მყოფი სახელმწიფოსთვის, ამერიკის მხარდაჭერა.
შეგახსენებთ, რომ ორ პრეზიდენტს შორის უკანასკნელი შეხვედრა ვატიკანში, 26 აპრილს შედგა. „დიდი შვიდეულის“ სამიტი კი, 15-დან 17 ივნისის ჩათვლით, კანადაში გაიმართება.