Loading data...
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ჩავიდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის მრჩეველმა დიმიტრი ლიტვინმა განუცხადა. 

როგორც უკრაინული მედია წერს, ევროკავშირის ლიდერები, სავარაუდოდ, ევროპული საბჭოს სხდომაზე უკრაინისთვის „რეპარაციის სესხის“ შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ. 

ვიზიტის დროს ზელენსკიმ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. 

ზელენსკიმ განაცხადა, რომ თუ ევროკავშირი უკრაინის დაფინანსებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწევს, ეს უკრაინას კიდევ უფრო დაუცველს გახდის. 

ზელენსკიმ ასევე დაასახელა ორი რთული საკითხი პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებში, მათ შორის არის - „რეპარაციის სესხი“  და ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური.