ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ირანი უკრაინისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ ტელეარხ Newsmax-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანი რუსეთისთვის იარაღისა და ტექნოლოგიების მიწოდებით უკრაინის წინააღმდეგ აქტიურად მუშაობს.
ზელენსკის თქმით, ირანი უკრაინისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.
„ირანი, ფაქტობრივად, რუსეთისთვის იარაღისა და ტექნოლოგიების მიწოდებით ჩვენს წინააღმდეგ აქტიურად მუშაობს. ეს კი მათ სერიოზულ საფრთხედ აქცევს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ესკალაციას არ ვცდილობთ. ძალიან კარგად გვესმის, თუ რა დამანგრეველი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ასეთ კონფლიქტს. თუმცა, ირანი რუსეთის მხარდაჭერას აგრძელებს. ირანი ნავთობიდან მიღებულ შემოსავალს საომარი მოქმედებების დასაფინანსებლად იყენებს. ეს არის ის მკაცრი რეალობა, რომლის წინაშეც ჩვენ ვართ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მას ვითარების ესკალაცია მსოფლიოს არცერთ ნაწილში სურს.
„თუ ეს გაგრძელდება კონფლიქტის კიდევ ერთი ტალღა იქნება, კიდევ უფრო ძლიერი თანამშრომლობა იქნება რუსეთსა და ირანს შორის და ვითარება შეიძლება კიდევ უფრო სახიფათო გახდეს“, - დასძინა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.