ბენიამინ ნეთანიაჰუ: ირანის რეჟიმის ყველა სამიზნეს დავარტყამთ

ისრაელის თავდაცვის ძალებმა თეირანი და ნავთობის საბადოები დაბომბეს. პრემიერ-მინისტრი პირობას დებს, რომ ირანის რეჟიმის ყველა სამიზნეს დაარტყამს. ამის შესახებ THE TIMES OF ISRAEL იუწყება.
„ჩვენ აიათოლების რეჟიმის კუთვნილ ყველა ობიექტს დავარტყამთ, ყველა სამიზნეს - ყველაფერი, რაც მათ აქამდე განიცადეს, არაფერი იქნება იმასთან შედარებით, რასაც ისინი მომდევნო დღეებში იგრძნობენ“, - აცხადებს ბენიამინ ნეთანიაჰუ.
მან ისრაელის მიზანი მიმდინარე ოპერაციაში განსაზღვრა, როგორც „ირანის მხრიდან ისრაელის სახელმწიფოს განადგურების ორმაგი საფრთხის აღმოფხვრა“. „ძალიან მალე, თქვენ იხილავთ IAF თვითმფრინავებს თეირანის ცაზე. ჩვენ აიათოლების რეჟიმის კუთვნილ ყველა სამიზნეს დავარტყამთ“, - აღნიშნა პრემიერმა.
ცნობისთვის, დღეს, 15 ივნისს ირანის ნავთობის სამინისტრომ ისრაელის წინააღმდეგ დარტყმების ახალი ტალღის დაწყების შესახებ განაცხადა.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა კი 15 ივნისს, გამთენიისას დაადასტურეს ირანის თავდაცვის სამინისტროს დაბომბვის შესახებ, ასევე, დაიბომბა SPND-ის ბირთვული პროექტის შტაბ-ბინა და სხვა სამიზნეები.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანში საწვავის საწყობებსაც დაარტყეს. სამხედროები ადასტურებენ, რომ დაასრულეს „ფართომასშტაბიანი დარტყმები თეირანში მდებარე სამიზნეებზე, რომლებიც ირანის რეჟიმის ბირთვული იარაღის პროექტთან იყო დაკავშირებული“.