ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებს უკრაინაში კიდევ ერთი ვიზიტის შესახებ შეუთანხმდა
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებს სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს უკრაინაში კიდევ ერთი ვიზიტის შესახებ შეუთანხმდა.
მან მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს 6 სექტემბერს კიევში მათი პირველი ვიზიტისთვის. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სასურველი იქნება, თუ ისინი უკრაინას უფრო ხშირად ეწვევიან, რათა „გამოავლინონ ბალანსი და პატივისცემა როგორც მოსკოვის, ისე კიევის მიმართ“.
„ჩვენ შევთანხმდით სტივსა და ჯარედთან, რომ ისინი კვლავ ჩამოვლენ. მნიშვნელოვანია, რომ დიდი პაუზები არ გავაკეთოთ. ისინი ბევრჯერ იყვნენ მოსკოვში, კიევში კი — პირველად“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან დასძინა, რომ ასეთი ვიზიტები მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, ვინაიდან იძლევა შესაძლებლობას, თვალსაჩინოდ გამოჩნდეს, თუ როგორ და რით ცხოვრობს კიევი.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ტრამპის წარმომადგენლებს კიევში შემდეგი ვიზიტისთვის შეუძლიათ, მისი საპრეზიდენტო თვითმფრინავი გამოიყენონ.
„თავად შევთავაზე მათ: თუ ამერიკული თვითმფრინავით ჩამოფრენა არ სურთ, შეუძლიათ, დატოვონ თვითმფრინავი პოლონეთში, ან უკრაინის მოსაზღვრე სხვა ქვეყანაში, ჩემი თვითმფრინავი კი - საპრეზიდენტო თვითმფრინავი, უკრაინული თვითმფრინავი - მათ ჩამოიყვანს“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.