ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებები კონსტრუქციული იყო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აბუ-დაბიში გამართულ შეხვედრებს კონსტრუქციულს უწოდებს.
ზელენსკის თქმით, „საუბრების ძირითადი ფოკუსი იყო ომის დასრულების შესაძლო პარამეტრები“.
„ძალიან ვაფასებ ამერიკული მონიტორინგისა და ზედამხედველობის საჭიროებას ომის დასრულებისა და ნამდვილი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის“, - აღნიშნავს ზელენსკი.
როგორც უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, ახლა დელეგაციები საკუთარი ქვეყნის ლიდერებს გააცნობენ დეტალებს, შეათანხმებენ მომდევნო ნაბიჯებს. მისივე თქმით, ასევე განისაზღვრა მომავალი შეხვედრისთვის საკითხების სიაც.
ზელენსკი არ გამორიცხავს, რომ მოლაპარაკებები მომავალ კვირას გაგრძელდეს.
Our delegation delivered a report; the meetings in the UAE have concluded. And this was the first format of this kind in quite some time: two days of trilateral meetings. A lot was discussed, and it is important that the conversations were constructive.
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) January 24, 2026
The negotiations also…