Loading data...
ვლადიმირ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ვლადიმირ პუტინმა და დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართეს, - ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა.

მისი თქმით, მხარეებს შორის დიალოგი კონსტრუქციულ და საკმაოდ ღია ატმოსფეროში წარიმართა.

„სატელეფონო საუბარი ზუსტად ერთ საათს გაგრძელდა, იყო კონსტრუქციული და საკმაოდ გულახდილი“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

ლიდერებმა ყურადღება გაამახვილეს თეთრი სახლის წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის მოსკოვსა და კიევში განხორციელებულ ვიზიტებზე.