ვლადიმერ პუტინმა მოჯთაბა ხამენეის ირანის უზენაეს ლიდერად არჩევა მიულოცა
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოჯთაბა ხამენეის ირანის უზენაეს ლიდერად არჩევა მიულოცა.
„მის აღმატებულებას, ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაეს ლიდერს, აიათოლა სეიედ მოჯთაბა ჰოსეინი ხამენეის, გთხოვთ მიიღოთ ჩემი გულწრფელი მილოცვა ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაეს ლიდერად არჩევასთან დაკავშირებით “, - ნათქვამია განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა მის შემცვლელად აირჩიეს.
56 წლის მოჯთაბა ხამენეი ირანის უზენაესი სულიერი ლიდერის თანამდებობაზე ექსპერტთა ასამბლეის წევრებმა აირჩიეს.
მედიის ინფორმაციით, ვიდრე ირანის ახალი უზენაესი ლიდერი მოვალეობის შესრულებას შეუდგება, ქვეყანას სამი წევრისგან შემდგარი საბჭო მართავს. მისი წევრები არიან: ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი, სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელი ღოლამჰოსეინ მოჰსენი ეჯეი და მოხალისეთა პარამილიტარული დაჯგუფების ხელმძღვანელი ალირეზა არაფი.