Loading data...
ვლადიმერ პუტინის თქმით, „ორეშნიკის“ პირველი სერიული კომპლექსი დამზადდა და რუსეთის ჯარებს გადაეცა

რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ „ორეშნიკის“ პირველი სერიული კომპლექსი  დამზადდა და რუსეთის ჯარებს გადაეცა. 

ვლადიმერ პუტინმა „ორეშნიკის“ ბელარუსში განლაგების შესახებ გეგმაზე ბელარუსის პრეზიდენტთან ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრის დროს ისაუბრა. როგორც აღმოჩნდა, სარაკეტო სისტემის განთავსება 2025 წლისთვის იგეგმებოდა. 

რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ ორივე ქვეყნიდან შერჩეულები არიან სამხედრო სპეციალისტები, რომლებმაც „ორეშნიკის“ სისტემის განსათავსებელი პოზიციები შეარჩიეს და ამ ეტაპზე, ამ კონკრეტული ადგილების მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. 

„დიდი ალბათობით, ამ საკითხს წლის ბოლომდე დავხურავთ. ჩვენთან ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის“, – ხაზგასმით აღნიშნა პუტინმა.