1775155597
უცხოეთი
ვლადიმერ პუტინის თანაშემწე იური უშაკოვი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტე რუსეთისთვის ღიაა
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის იური უშაკოვის განცხადებით, რუსული მხარისთვის ჰორმუზის სრუტე ღიაა. აღნიშნულის შესახებ რუსული მედია წერს.
„ჩვენთვის ჰორმუზი ღიაა“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ.
ცნობისთვის, ირანის წინააღმდეგ აშშ-სა და ისრაელის ოპერაციის დაწყების შემდეგ, თეირანმა ჰორმუზის სრუტე დაბლოკა.
ჰორმუზის სრუტის გავლით მსოფლიო ნავთობის დაახლოებით 20% და თხევადი ბუნებრივი აირის მნიშვნელოვანი ნაწილი გადის.
Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად არის ირანის წინააღმდეგ ომი დაასრულოს.
მოგვიანებით, ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანთან ომი, „სავარაუდოდ, მალე დასრულდება“.