Loading data...
ვლადიმერ პუტინი: რუსეთი ცდილობს დაასრულოს ომი, რომელიც კიევმა 2014 წელს დაიწყო

„კიევის რეჟიმმა ომი 2014 წელს დაიწყო და რუსეთი მხოლოდ მის დასრულებას ცდილობს“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გაერთიანებული ძალების სამეთაურო პუნქტში ვიზიტის დროს განაცხადა.

როგორც კრემლის ლიდერმა აღნიშნა, ყველაფერი 2014 წელს კიევში სახელმწიფო გადატრიალებით დაიწყო.

პუტინის თქმით, მოსკოვმა ჯერ კიდევ 2014 წელს მოითხოვა, რომ უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონის მაცხოვრებლებს თვითგამორკვევის ლეგიტიმური უფლება ჰქონოდათ. 

„კიევის ხელისუფლებამ ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების დაწყება გადაწყვიტა. ომის დაწყება გადაწყვიტა. ჩვენ ვცდილობთ მის დასრულებას. თავიდანვე ვამბობდით, რომ კიევის რეჟიმს ამ ტერიტორიებიდან ჯარი უნდა გაეყვანა და არანაირი სამხედრო მოქმედება არ იქნებოდა“, - დასძინა ვლადიმერ პუტინმა.