Loading data...
ვლადიმერ პუტინი: რუსეთი სანდო პარტნიორებთან კავშირებს ავითარებს და მთელ მსოფლიოსთან თანამშრომლობისთვის მზად არის

„რუსეთი მსოფლიოსთან თანამშრომლობისთვის მზად არის,“ - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ინდოეთში, BRICS-ის ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პუტინის თქმით, რუსეთმა გააძლიერა ეროვნული სუვერენიტეტი და ავითარებს კავშირებს სანდო პარტნიორებთან.

„რუსეთი სანდო პარტნიორებთან კავშირებს ავითარებს და მთელ მსოფლიოსთან თანამშრომლობისთვის მზად არის. რუსეთის ეკონომიკაში სტრუქტურული ცვლილებები დაიწყო, რის შედეგადაც, იგი უფრო ძლიერი, მდგრადი და მოქნილი გახდა. ბოლო სამი წლის განმავლობაში რუსეთში ეკონომიკური ზრდის ტემპები მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს აღემატება“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. 

ინფორმაციისთვის, ვლადიმერ პუტინი ინდოეთში ბრიქსის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა.