1795677576
უცხოეთი
ვლადიმერ პუტინი ყოველწლიურ პრესკონფერენციას 10 დეკემბერს გამართავს
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 10 დეკემბერს ყოველწლიურ პრესკონფერენციას გამართავს. ინფორმაციას რუსული მედია კრემლზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამავე ცნობით, ვლადიმერ პუტინის პრესკონფერენცია და „პირდაპირი ხაზი“ 12:00 საათზე დაიწყება.
ღონისძიების ფარგლებში ვლადიმერ პუტინი მედიისა და რუსეთის მოსახლეობის შეკითხვებს უპასუხებს.
აღსანიშნავია, რომ გაერთიანებულ ფორმატში ღონისძიება სახელწოდებით, „წლის შეჯამება ვლადიმერ პუტინთან ერთად“ უკვე რამდენიმე წელია ტარდება.