Loading data...
ვლადიმერ პუტინი: კიევის რეჟიმი არ წყვეტს დარტყმებს ჩვენს ნავთობგადასამუშავებელ სიმძლავრეებზე, აშშ-ის პრეზიდენტის თხოვნის მიუხედავად

კიევი აგრძელებს რუსეთის ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწოდებების მიუხედავად, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„ვხედავთ, რომ კიევის რეჟიმი არ წყვეტს დარტყმებს ჩვენს ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე. სხვათა შორის, აშშ-ის პრეზიდენტის მოწოდებისა და პირდაპირი თხოვნის მიუხედავად, რომ ეს არ გაეკეთებინათ, თავი შეეკავებინათ ამ დარტყმებისგან, კიევის ხელისუფლება არ უსმენს ასეთ რჩევებს“, - აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, „ყველაფერი ისე გრძელდება, თითქოს არაფერი მომხდარა“.

„ამასთან დაკავშირებით აღვნიშნავ, ჩვენი მხრიდან საპასუხო ქმედებები გარდაუვალია, ყველამ უნდა იცოდეს ამის შესახებ“, - განაცხადა პუტინმა.