ვლადიმერ პუტინი: ირანის მიზანი ბირთვული იარაღის შექმნა არ არის

რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ირანს არ აქვს ბირთვული იარაღის შექმნის განზრახვა. როგორც პუტინი ამბობს, ამ თემაზე ისრაელს არაერთხელ ესაუბრა. ინფორმაციაზე THE TIMES OF ISRAEL წერს.
როგორც აღმოჩნდა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საკითხზე SkyNews Arabia-სთან ინტერვიუს დროს ისაუბრა და აღნიშნა, რომ მუდმივ კონტაქტში იმყოფება ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და ცდილობს დაარწმუნოს, რომ ირანი არ მუშაობს ბირთვული იარაღის შექმნაზე.
საპირისპიროს აღნიშნავენ ისრაელის ოფიციალური პირები. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ირანი საჯაროდ უარყოფს ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობას, მან 60%-მდე გამდიდრებული ურანი დააგროვა, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე საჭიროა სამოქალაქო გამოყენებისთვის.
ისრაელის მტკიცებით, ირანს სულ რაღაც, ერთი ნაბიჯი აშორებს ბირთვული იარაღის შექმნას.