Loading data...
ვლადიმერ პუტინი: დღევანდელი დასავლური პროპაგანდა დიდად არ განსხვავდება საბჭოთა ეპოქის ნაცნობი კლიშეებისგან, დასავლეთი ასწავლიდა რუსეთს სიტყვის თავისუფლებას და ახლა მისი აკრძალვა სურს

„დღევანდელი დასავლური პროპაგანდა დიდად არ განსხვავდება საბჭოთა ეპოქის ნაცნობი კლიშეებისგან“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დღეს უზარმაზარი მოთხოვნაა ახალ ამბებზე, რომლებიც განსხვავდება გაცვეთილი დასავლური პროპაგანდისგან.

„სიმართლე გითხრათ, დღევანდელი [დასავლური პროპაგანდა] დიდად არ განსხვავდება საბჭოთა პროპაგანდის ცნობილი კლიშეებისგან, საბჭოთა პერიოდისგან, როგორც ეს ამ ოთახში მყოფთა უმეტესობამ იცის. ასე მუშაობენ ისინი“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, დასავლეთი წლების განმავლობაში ასწავლიდა რუსეთს სიტყვის თავისუფლებას და ახლა მისი აკრძალვა სურს.