Loading data...
ვლადიმერ პუტინი დასავლურ სანქციებზე: როდესაც დასავლეთ ევროპის მთავრობების ზეწოლით ზოგიერთმა კომპანიამ დაგვტოვა, ჩვენი მეგობრები ამ ქვეყნებიდან კინაღამ ატირდნენ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კრემლის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ყველაფრის აკრძალვა, რაც რუსეთთან არის დაკავშირებული, არაგონივრულია.

პაველ ზარუბინთან ინტერვიუში პუტინმა აღნიშნა, რომ ზოგიერთი ევროპული კომპანია იძულებული გახდა, დაეტოვებინა რუსული ბაზარი მათი მთავრობების ზეწოლის გამო. კრემლის ხელმძღვანელის თქმით, რუსეთს ევროპაში ბევრი მეგობარი ჰყავს.

„როდესაც დასავლეთ ევროპის მთავრობების ზეწოლით ზოგიერთმა კომპანიამ დაგვტოვა, ჩვენი მეგობრები ამ ქვეყნებიდან კინაღამ ატირდნენ... სხვათა შორის, ზოგიერთი მათგანი აგრძელებს მუშაობას და ჩვენ ვცდილობთ, მათ შესაბამისი ხელსაყრელი პირობები შევუქმნათ“, - განაცხადა პუტინმა. 

ამ ფონზე, კრემლის ლიდერმა გააკრიტიკა დასავლური შეზღუდვები და მათ „სულელური“ უწოდა.