Loading data...
ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდა - იგი სი ძინპინსა და დონალდ ტრამპს შეხვდება

„რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის“ (APEC) ლიდერთა სამიტზე დასასწრებად ჩინეთის ქალაქ შენჭენში ჩავიდა“, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

არსებული ცნობებით, ხუთშაბათს, 19 ნოემბერს, პუტინი ჩინეთის ლიდერ სი ძინპინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უპრეცედენტო სამმხრივ ფორმატში შეხვდება.

როგორც დონალდ ტრამპმა მიანიშნა, მოლაპარაკებების დროს სამი ქვეყნის ლიდერი უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხს განიხილავს.