Loading data...
ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოთხდღიანი ვიზიტით ჩინეთში ჩავიდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ქვეყნის პრეზიდენტის სი ძინპინის მიწვევით ჩავიდა.

რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი ოთხ დღეს გაგრძელდება - 31 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე.

ამავე ინფორმაციით, პუტინი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტს დაესწრება და ორმხრივ შეხვედრებს გამართავს უცხოელ ლიდერებთან. პროგრამა, ასევე, მოიცავს პეკინში ვიზიტს, სადაც ის მონღოლეთისა და ჩინეთის ლიდერებთან სამმხრივ შეხვედრას, ასევე, სი ძინპინთან და სხვა სახელმწიფოების მეთაურებთან ცალკეულ მოლაპარაკებებს გეგმავს.