Loading data...
ვლადიმერ მედინსკი: უკრაინის, აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების მესამე რაუნდი რთული იყო

უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების მესამე რაუნდი რთული იყო, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადა.

„მოლაპარაკებები ორი დღე გაგრძელდა, გუშინ ძალიან დიდხანს სხვადასხვა ფორმატში, დღეს კი დაახლოებით ორი საათი. ისინი რთული, მაგრამ საქმიანი იყო“, - აღნიშნა მედინსკიმ.

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ დასძინა, რომ შემდეგი შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება.