Loading data...
„ვირთხები გემიდან გარბიან“ - აშშ-ის ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ რეჟიმს ირანიდან ათეულობით მილიონი დოლარი გააქვს

აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი აცხადებს, რომ მისი დეპარტამენტი აკვირდება ირანელი ლიდერების მიერ ქვეყნიდან „ათობით მილიონი დოლარის“ გაგზავნის პროცესს.

„ჩვენ ახლა ვხედავთ გემიდან ვირთხების გაქცევას, ვინაიდან ვხედავთ ირანის ხელმძღვანელობის მხრიდან ქვეყნიდან ათეულობით მილიონი დოლარის გატანასა და გაპარებას, ასე რომ, ისინი გემიდან გარბიან და ჩვენ ვხედავთ, როგორ შემოდის ეს მთელ მსოფლიოში, ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებში, და რასაც სახაზინო დეპარტამენტში ვაკეთებთ ის არის, რომ ფულს მივყვებით, იქნება ეს ჩვეულებრივი საბანკო სისტემა თუ ციფრული აქტივები. ჩვენ შევძლებთ ამ აქტივების კვალის მიყოლას და ისინი ვერ შეძლებენ მათ შენარჩუნებას“, - აცხადებს აშშ-ის ფინანსთა მინისტრი.