1786826771
უცხოეთი
ვირჯინიის სახელმწიფო უნივერსიტეტში სროლის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა - ერთის მდგომარეობა კრიტიკულია
„აშშ-ში, ვირჯინიის სახელმწიფო უნივერსიტეტში სროლის შედეგად, ხუთი ადამიანი დაშავდა, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია“, ამის შესახებ BBC იუწყება.
სროლა უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. უნივერსიტეტის ინფორმაციით, დაშავებულთაგან ერთი სტუდენტია, კიდევ ერთი კი 18 წლამდე ასაკის პირი.
პოლიციის განცხადებით, სროლაში ერთზე მეტი შეიარაღებული პირი მონაწილეობდა. ამ დროისთვის ეჭვმიტანილები დაკავებული არ არიან. კამპუსში კვლავ რჩებიან სამართალდამცველები.
ინციდენტი უნივერსიტეტში ახალი სასწავლო სემესტრის დაწყებამდე მოხდა. სასწავლო პროცესი 17 აგვისტოს უნდა განახლდეს, სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლები კი 14 აგვისტოს გაიხსნა.
ვირჯინიის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაახლოებით 5 000 სტუდენტი სწავლობს.